აზიის სატრანზიტო ჰაბი, სინგაპურის Changi Airport-ი, რომელიც უკვე მერვე წელია ზედიზედ მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად სახელდება, კრიზისის შესახებ აცხადებს. Changi Airport-მა ოპერირება ორ ტერმინალში შეაჩერა, რადგან ფრენების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
”ბრძოლა Covid-19- თან ახლახანს დაიწყო. მომავალი არაკეთილსაიმედოა, რადგან ამ ეტაპზე გაუმჯობესების ნიშნები არ შეინიშნება“, - აღნიშნულია Changi Airport-ის ოფიციალურ განცხადებაში.
გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის ანალიტიკურ კომპანია Skytrax-ის მიერ დასახელებულ „მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტს“ შემოსავლები 36%-ით 319 მილიონ აშშ დოლარამდე შეუმცირდა. Changi Airport-მა პანდემიის ფონზე ასევე აეროპორტის მეხუთე ტერმინალის მშენებლობა შეაჩერა.
Changi Airport-ს შედარებით უკეთესი მდგომარეობა უფიქსირდება შარშან გახსნილი სავაჭრო და გასართობ ცენტრ Jewel-იდან, რომელიც 14 ჰექტარზეა განლაგებული. კომპლექსიდან შემოსავალი 2.6%-ით გაიზარდა და 3.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ცენტრი მოიცავს მაღაზიებს, ატრაქციონებს და სხვადახსვა სახის სივრცეებს.
შეგახსენებთ, IATA-ს პროგნოზით, საავიაციო სექტორი პანდემიამდელ მდგომარეობას დაახლოებით 2024 წლიდან დაუბრუნდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა