მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს TOP-10 ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყანა

5de22655da8a4
ირაკლი მაკალათია
30.11.19 14:10
7507
ვაჭრობას უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს მსოფლიოს ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებში; ვაჭრობა ქმნის მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ქვეყნებს შორის, რაც შემდგომ უდიდეს გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკაზე. შრომის დანაწილების პირობებში, ყველა ქვეყანა მეტ-ნაკლები სიმძლავრით ჩართულია საერთაშორისო ვაჭრობაში, რადგან შეუძლებელია მხოლოდ საკუთარი წარმოებით სრულად დააკმაყოფილოს ქვეყანაში წარმოქმნილი მოთხოვნილებები. ამიტომაც, იმ პროდუქტებისათვის, რომელთა წარმოებაზე ალტერნატიული დანახარჯი მაღალია, სჭირდებათ იმპორტი.

მსოფლიოში იმპორტის მთლიანმა მოცულობამ 2018 წელს 19,7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მსოფლიოს TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა:

10. ინდოეთი (იმპორტის წილი მსოფლიო იმპორტის მთლიან მოცულობაში - 2,6%; იმპორტის მოცულობა - 507,6 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტის მოცულობით მე-10 ადგილს იკავებს ინდოეთი. რომლის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა (-184,5) მლრდ აშშ დოლარი. ინდოეთის ძირითად საიმპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები; ბუნებრივი ან დამუშავებული მარგალიტები, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვები, ძვირფასი ლითონები; არაორგანული ქიმიკატები; ძვირფასი ლითონების ორგანული ან არაორგანული ნაერთები, იშვიათი ლითონები; ელექტრო აპარატურა, მოწყობილობები და მათი ნაწილები; ხმის ჩამწერები და რეპროდუქტორები, სატელევიზიო აპარატურები და სხვ; ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული აპარატურები; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ორგანული ქიმიკატები; პლასტმასი და პლასტმასის ნაკეთობები; რკინა და ფოლადშენადნობები; ცხოველური ან მცენარეული ცხიმები და ზეთები; საკვები ცხიმები; მანქანები და მათი ნაწილები და აქსესუარები.

9. ნიდერლანდები (იმპორტის წილი - 2,7%; იმპორტის მოცულობა - 521,5 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტის მოცულობით მე-9 ადგილს იკავებს ნიდერლანდები, რომლის სავაჭრო ბალანსი იყო დადებითი და შეადგინა 64,2 მლრდ აშშ დოლარი. ნიდერლანდების ძირითად საიმპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები; ელექტრო აპარატურა და მოწყობილობა და მათი ნაწილები; ხმის ჩამწერები და რეპროდუქტორები, სატელევიზიო აპარატურა; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული აპარატურები; ფარმაცევტული პროდუქტები; პლასტმასი და პლასტმასის ნაკეთობები; ორგანული ქიმიკატები; რკინა და ფოლადშენადნობები; ქიმიური პროდუქტები; ხილი, ციტრუსები და კაკალი.

8. სამხრეთ კორეა (იმპორტის წილი - 2,7%; იმპორტის მოცულობა - 535,2 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტის მოცულობით მე-8 ადგილს იკავებს სამხრეთ კორეა, რომლის სავაჭრო ბალანსი დადებითი იყო და შეადგინა 70 მლრდ აშშ დოლარი. სამხრეთ კორეის ძირითად საიმპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: მინერალური საწვავი, მინერალური ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; რკინა და ფოლადშენადნობები; ქვანახშირი და მადნები; ორგანული ქიმიკატები; პლასტმასი და პლასტმასის ნაკეთობები და სხვ.

7. ჰონგ კონგი (იმპორტის წილი - 3,2%; იმპორტის მოცულობა - 627,3 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტის მოცულობით მე-7 ადგილს იკავებს ჰონგ კონგი, რომლის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა (-58,2) მლრდ აშშ დოლარი. ჰონგ კონგის ძირითად საიმპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, სამედიცინო ან ქირურგიული მოწყობილობები და აპარატურა; მინერალური საწვავი, მინერალური ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები, მინერალური ცვილები; პლასტმასი და პლასტმასის ნაკეთობები; საათები და მათი ნაწილები და სხვ.

6. საფრანგეთი (იმპორტის წილი - 3,4%; იმპორტის მოცულობა - 660,1 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტის მოცულობით მე-6 ადგილს იკავებს საფრანგეთი, რომლის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა (-91,1) მლრდ აშშ დოლარი. საფრანგეთის ძირითად საიმპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები, მინერალური ცვილები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; პლასტმასი და პლასტმასის ნაკეთობები; ფარმაცევტული პროდუქტები; თვითმფრინავების, კოსმოსური ხომალდების მოწყობილობები და ნაწილები და სხვ.

5. გაერთიანებული სამეფო (იმპორტის წილი - 3,4%; იმპორტის მოცულობა - 669,6 მლრდ აშშ დოლარი)
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტის მოცულობით მე-5 ადგილს იკავებს გაერთიანებული სამეფო, რომლის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა (-182,6) მლრდ აშშ დოლარი. გაერთიანებული სამეფოს ძირითად საიმპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; მინერალური საწვავი, მინერალური ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები, მინერალური ცვილები; ბუნებრივი ან დამუშავებული მარგალიტი, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვები, ძვირფასი ლითონები; ფარმაცევტული პროდუქტები; პლასტმასი და პლასტმასის ნაკეთობები

4. იაპონია (იმპორტის წილი - 3,8%; იმპორტის მოცულობა - 748,4 მლრდ აშშ დოლარი) .
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტის მოცულობით მე-4 ადგილს იკავებს იაპონია, რომლის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა (-10,2) მლრდ აშშ დოლარი. იაპონიის ძირითად საიმპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; ფარმაცევტული პროდუქტები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, სამედიცინო ან ქირურგიული მოწყობილობები და აპარატურა; ქვანახშირი და მადნები; პლასტმასი და პლასტმასის ნაკეთობები და სხვ.

3. გერმანია (იმპორტის წილი - 6,5%; იმპორტის მოცულობა - 1.3 ტრილიონი აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტის მოცულობით, მე-3 ადგილს იკავებს გერმანია, რომლის დადებითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 269,4 მლრდ აშშ დოლარი. გერმანიის ძირითად საიმპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები, მინერალური ცვილები; პლასტმასი და პლასტმასის ნაკეთობები; ფარმაცევტული პროდუქტები; ორგანული ქიმიკატები და სხვ.

2. ჩინეთი (იმპორტის წილი - 10,9%; იმპორტის მოცულობა - 2,1 ტრილიონი აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტის მოცულობით მე-2 ადგილს იკავებს ჩინეთი, რომლის დადებითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 359,2 მლრდ აშშ დოლარი. ჩინეთის ძირითად საიმპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები, მინერალური ცვილები; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ქვანახშირი და მადნები; ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, სამედიცინო ან ქირურგიული მოწყობილობები და აპარატურა; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; პლასტმასი და პლასტმასის ნაკეთობები; ორგანული ქიმიკატები და სხვ.

1.აშშ (იმპორტის წილი - 13,3%; იმპორტის მოცულობა - 2,6 ტრილიონი აშშ დოლარი)
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტის მოცულობით პირველ ადგილს იკავებს აშშ, რომლის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა (-946,4) მლრდ აშშ დოლარი.აშშ-ს ძირითად საიმპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები, მინერალური ცვილები; ფარმაცევტული პროდუქტები; ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, სამედიცინო ან ქირურგიული მოწყობილობები და აპარატურა; ავეჯი და სხვ.

განხილული ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნების სასაქონლო სტრუქტურა თითქმის იდენტურია.

მსოფლიოში ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ 2018 წელს შეადგინა 19,3 ტრილიონი აშშ დოლარი.

მსოფლიოს TOP-10 ექსპორტიორი ქვეყანა:

10. გაერთიანებული სამეფო (ექსპორტის წილი 2,5%; ექსპორტის მოცულობა 487,1 მლრდ აშშ დოლარი). 
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით მე-10 ადგილს იკავებს გაერთიანებული სამეფო, რომლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმაოდგენს: მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; ბუნებრივი ან დამუშავებული მარგალიტი, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვები, ძვირფასი ლითონები; საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები, მინერალური ცვილები; ფარმაცევტული პროდუქტები და სხვ.

9. იტალია (ექსპორტის წილი - 2,8%; ექსპორტის მოცულობა - 543,5 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით მე-9 ადგილს იკავებს იტალია, რომლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმაოდგენს: მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; ფარმაცევტული პროდუქტები და სხვ.

8. საფრანგეთი (ექსპორტის წილი - 3,0%; ექსპორტის მოცულობა - 568,9 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით მე-8 ადგილს იკავებს საფრანგეთი, რომლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმაოდგენს: მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; თვითმფრინავების, კოსმოსური ხომალდების მოწყობილობები და ნაწილები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; ფარმაცევტული პროდუქტები და სხვ.

7. ჰონგ კონგი (ექსპორტის წილი - 3,0%; ექსპორტის მოცულობა - 569,1 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით მე-7 ადგილს იკავებს ჰონგ კონგი, რომლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმაოდგენს: ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ბუნებრივი ან დამუშავებული მარგალიტი, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვები, ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები და სხვ.

6. ნიდერლანდები (ექსპორტის წილი - 3,0%; ექსპორტის მოცულობა - 585,6 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით მე-6 ადგილს იკავებს ნიდერლანდები, რომლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმაოდგენს: საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები, მინერალური ცვილები; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; ფარმაცევტული პროდუქტები და სხვ.

5. სამხრეთ კორეა (ექსპორტის წილი - 3,1%; ექსპორტის მოცულობა - 605,2 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით მე-5 ადგილს იკავებს სამხრეთ კორეა, რომლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმაოდგენს: ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები, მინერალური ცვილები და სხვ.

4. იაპონია (ექსპორტის წილი - 3,8%; ექსპორტის მოცულობა - 738,2 მლრდ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით მე-4 ადგილს იკავებს იაპონია, რომლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმაოდგენს: მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები და სხვ.

3. გერმანია (ექსპორტის წილი - 8,1%; ექსპორტის მოცულობა - 1,6 ტრლნ აშშ დოლარი).
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით მე-3 ადგილს იკავებს გერმანია, რომლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმაოდგენს: ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; ფარმაცევტული პროდუქტები და სხვ.

2. აშშ (ექსპორტის წილი - 8,6%; ექსპორტის მოცულობა - 1,7 ტრლნ აშშ დოლარი)
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით მე-2 ადგილს იკავებს აშშ, რომლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმაოდგენს: ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; საწვავი, ზეთები და მათი გამოსახდელი პროდუქტები, მინერალური ცვილები; ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; თვითმფრინავების, კოსმოსური ხომალდების მოწყობილობები და ნაწილები და სხვ.

1. ჩინეთი (ექსპორტის წილი - 12,9%; ექსპორტის მოცულობა - 2,5 ტრლნ აშშ დოლარი)
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით პირველ ადგილს იკავებს ჩინეთი, რომლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმაოდგენს: ელექტრო აპარატურა და მათი ნაწილები, ხმის ჩამწერები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები; მექანიკური ტექნიკა, ბირთვული რეაქტორები, საქვაბეები და მათი მექანიკური ნაწილები; ავეჯი; პლასტმასი და პლასტმასის ნაკეთობები; მანქანები, მათი ნაწილები და აქსესუარები; ტანსაცმელი და ტანსაცმლის აქსესუარები; რკინა და ფოლადშენადნობები; ორგანული ქიმიკატები; სათამაშოები, სპორტული აქსესუარები და სხვა.