COVID-პანდემიის მართვის პროცესში მსოფლიოს უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. "ვიზუალ კაპიტალისტის" ცნობით, მხოლოდ 2020 წელს მსოფლიოს 50-მა უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანიამ 851 მილიარდი დოლარის შემოსავლის დაგროვება შეძლო.
გლობალურად, ფარმაცევტული კომპანიების ტოპ 50-ეულში შედის როგორც კლინიკური ლაბორატორიები, ასევე რითეილ ფარმაცევტული დაწესებულებები. საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების სია კი ასე გამოიყურება:
"ჯონსონ ენდ ჯონსონი" - კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 428.7 მილიარდი დოლარია. მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ შექმნა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა და 2021 წელს Time 100-ის ყველაზე გავლენიანი კომპანიების სიაში აღმოჩნდა.
"როშე" - შვეიცარიული გიგანტი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც სახელი ონკოლოგიის, იმუნოლოგიის, ინფექციური დაავადებების, ოფთალმოლოგიისა და ნეირომეცნიერების სფეროებში წამყვანი პოზიციის დაკავებით გაითქვა. ჯერ კიდევ 2019 წელს "როშეს" ფარმაცევტული სეგმენტის გაყიდვები 16%-ით გაიზარდა და 53 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
იმის მიუხედავად, რომ "ფაიზერი" კოვიდ-ვაქცინების მწარმოებელი პირველი კომპანიაა, ის რეიტინგში მესამე ადგილზე მოხვდა. კომპანიის შემოსავლები დღითიდღე მზარდია, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო 2021 წლის მეორე კვარტალია - 19 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლით, რაც 2020 წლის შემდეგ 86%-იან ზრდას ასახავს.
"ელაი ლილი" კიდევ ერთი კომპანიაა, რომელმაც ფარმაცევტული ინდუსტრიის ლიდერად ჩამოყალიბებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. 2019 წელს 125 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულების მქონე კომპანიის შემოსავალი დღეს 214.9 მილიარდს უტოლდება, რაც 72%-იან ზრდას ნიშნავს.
"ნოვარტისი" მეორე უდიდესი ფარმაცევტული კომპანიაა შვეიცარიიდან, რომელიც 25 წელია, ფარმაინდუსტრიის სახეა. ბაზარზე ყველაზე ცნობადი წამლების პირველადმა მწარმოებელმა 2020 წელს 48 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც 3%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი