მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში, პირველად 2020 წელს, ლიდერი შეიცვალა - Forbes

5e2300a642283
დავით ჯალაღონია
18.01.20 19:00
17063
ForbesAmazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ლიდერის პოზიცია კვლავ დაკარგა, ლიდერობა მან Louis Vuitton–ისა და Dior–ის მფლობელ ბერნარ არნოსთან დათმო – ამის შესახებ Forbes წერს.

ბეზოსის ქონება გასულ პარასკევს, $760 მლნ–ით შემცირდა და $115.6 მილიარდს მიაღწია, მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0.7%–ით დაეცა.

ბოლო მონაცემებით, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის კომპანიის LVMH–ის აქციების ფასი 0.7%-ით გაიზარდა, არნოს ქონება კი – $1,9 მილიარდით და $117 მილიარდად შეფასდა.

არნო 7 მილიარდი დოლარით უფრო მდიდარია, ვიდრე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომელიც მესამე ადგილს დასჯერდა. Forbes წერს, რომ ბილ გეითსი ჯეფ ბეზოსსა და ბერნარ არნოსზე უფრო მდიდარი იქნებოდა, ქველმოქმედებაზე 35.8 მილიარდ დოლარზე მეტი რომ არ დაეხარჯა.