24.მაისი .2021 22:04

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია კვლავ ბეზოსმა დაიბრუნა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია კვლავ ბეზოსმა დაიბრუნა
views 3013
უკან

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია კვლავ ბეზოსმა დაიბრუნა. ფრანგი მილიარდერის ბერნარ არნოს პირველობა მცირეხნიანი აღმოჩნდა. არნომ ჯეფ ბეზოსს მხოლოდ რამდენიმე საათით გადაუსწრო Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში.

ამჟამად LVMH-ის დამფუძნებლის, არნოს ქონება $187.3 მილიარდს შეადგენს, ხოლო Amazon-ის დამფუძნებელ ბეზოსის ქონება $188.4 მილიარდია.

რეიტინგში კვლავ მესამე ადგილზეა ილონ მასკი $152.2 მილიარდით, ხოლო მეოთხეზე ბილ გეითსი, რომლის ქონებაც $126.0 მილიარდია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტის შემდეგ, არნოს ქონება $76 მილიარდიდან $187 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ბოლო 14 კვირაში 111-მილიარდიანი მატებაა. LVMH-ში შემავალი ბრენდების აქციების ფასმა 0.4%-ით მოიმატა, რამაც ბრენდის საბაზრო კაპიტალიზაცია 320 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა.

Forbes-ი წერს, რომ არნოს ქონების ზრდა კორონავირუსის გამო დაწესებული ლოქდაუნების მოხსნას უკავშირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში, LVMH-ის შემოსავალმა 17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.