მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე და მოდის ინდუსტრიის ტიტანი, ბერნარ არნო საფონდო ბირჟაზე საკუთარი კონგლომერატის, Louis Vuitton Moët Hennessy-ის აქციების ზრდას პროგნოზირებს.
უახლოეს მომავალში კომპანია ბირჟიდან 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვას გეგმავს, რაც ინვესტორებისთვის დივიდენდების ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნავია, არნოს ოჯახი LVMH-ის 48%-იან წილს აკონტროლებს, შესაბამისად, აქციების უკან გამოსყიდვით ყველაზე დიდ სარგებელს თავად ფრანგები მიიღებენ.
ბოლო პერიოდში მოდის ინდუსტრიის უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია საფონდო ბირჟაზე რეკორდულ 460 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ის ამჟამად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს, JPMorgan-ის, J&J-სა და Walmart-ის გვერდით.
1987 წელს პარიზში დაფუძნებული LVMH ამჟამად ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი ხელმძღვანელი ბერნარ არნო კი - პლანეტის უმდიდრესი მეწარმე. Forbes-ის შეფასებით, არნოს ქონება 205 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ილონ მასკს $10 მილიარდით უსწრებს.
ბოლო პერიოდში LVMH-ის აქციების მკვეთრი ზრდა ჩინეთში კოვიდრეგულაციების შემსუბუქებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, აზიის რეგიონი LVMH-ის შვილობილი კომპანიების მთავარი სარეალიზაციო ბაზარია, ჩინეთის გახსნა კი პირდაპირ უწყობს ხელს კომპანიის შემოსავლების ზრდას.
მრავალპროფილური ჰოლდინგი 100-მდე ცნობილ და წარმატებულ ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა: Louis Vuitton, Christian Dior, Fendi, Givenchy, Marc Jacobs, Stella McCartney, Loewe, Loro Piana, Kenzo, Celine, Sephora, Princess Yachts, TAG Heuer, Bulgari და Tiffany & Co.
აღსანიშნავია, რომ ბერნარ არნოს გადაწყვეტილებით, კომპანია Christian Dior-ის გენერალურ დირექტორად მისი ქალიშვილი, დელფინ არნო დაინიშნა; Louis Vuitton-ის CEO კი მისი უახლოესი ბიზნესპარტნიორი და მეგობარი, პიეტრო ბეკარი გახდა. გარდა ამისა, გასულ თვეს Dior-ის თავმჯდომარედ ბერნარის ვაჟი, ანტუან არნო დაინიშნა. ყოველი ეს ცვლილება კი იმაზე მიუთითებს, რომ არნოს მოდის ინდუსტრიასა და LVMH-ის შვილობილ კომპანიებზე საკუთარი ოჯახის გავლენის გაძლიერება სურს.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, 73 წლის მეწარმე LVMH-ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არც კი განიხილავს, უფრო მეტიც, უშუალოდ არნოს ბრძანებით, LVMH-ის შიდა წესდება შეიცვალა და ჰოლდინგის ხელმძღვანელის მაქსიმალური დასაშვები ასაკი 75 წლიდან 80-მდე გაიზარდა.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო