25.ნოემბერი .2019 19:40

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უსახლკაროებს $100 მლნ შესწირა

views 745
უკან

Amazon-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა უსახლკაროებს დაახლოებით, 100 მილიონი აშშ დოლარი შესწრია. როგორც ამერიკული მედია წერს, პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა აშშ-ის 23 შტატში 32 ორგანიზაციას, რომელიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარება,  98,5 მილიონი დოლარი გადაურიცხა. თითოეული ორგანიზაციის მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა 1,25 მილიონიდან 5 მილიონ დოლარამდე შეადგინა.

 

"ამაზონის" დამფუძნებელმა თანხა მისი საქველმოქმედო ორგანიზაცია Bezos Day One Fund-ის მეშვეობით გადარიცხა, რომელიც 2018 წლის სექტემბერში დააფუძნა. ორგანიზაცია ორი მიმართულებით მუშაობს: უსახლკარო ოჯახების დასახმარებლად და ქვეყნის მასშტაბით მონტესორის ბაგა-ბაღების შესაქმნელად.


აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსმა გასულ წელს ქვეყნის 16 შტატში 97,5 მილიონი აშშ დოლარი უსახლკაროთა პრობლემებზე მომუშავე 24 ორგანიზაციას შესწირა.


შეგახსენებთ, ამერიკული Forbes-ის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ, შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში ჯეფ ბეზოსი პირველ ადგილზეა. ძვირადღირებული განქორწინების მიუხედავად, Amazon-ის დამფუძნებელი 114 მილიარდ დოლარს ფლობს.