მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო-ბირჟა - Binance - რუსებს წვდომას შეუზღუდავს

62610e16624a5
BM.GE
21.04.22 12:20
1057
კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა Binance რუსეთის მოქალაქეებს პლატფორმაზე წვდომას შეუზღუდავს. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიამ გააკეთა. Binance-ის თანახმად, ისინი შეზღუდავენ ყველა იმ ანგარიშიდან ოპერაციების განხორციელებას, სადაც 10,000 ევროზე მეტი ღირებულების კრიტპოვალუტა არის განთავსებული. შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიამ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული მორიგი სანქციების ფონზე მიიღო.

ევროკავშირის ფინანსური სანქციების მეხუთე პაკეტი ფინანსურ ოპერაციებს, მათ შორის კრიპტოვალუტის ანგარიშებს, ასევე საბანკო ანგარიშებს შეეხებოდა.

Binance-ის თანახმად, რუს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც კრიპტო აქტივების სახით 10,000 ევროზე მეტს ფლობენ, მიეცემათ 90-დღიანი ვადა იმისთვის, რათა საკუთარი პოზიციები დახურონ (თანხა გაანაღდონ). კომპანიის თანახმად, მათ არ შეეძლებათ ახალი შესყიდვების ან გადაცვლის ოპერაციების წარმოება და მხოლოდ აქტივების გატანის შესაძლებლობა მიეცემათ.

Binance-ის მსგავსად რუსებისთვის ფინანსური ოპერაციების წარმოების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთმა მსხვილმა ჩინურმა კომპანია - UnionPay-იმ, რომელიც Mastercard; Visa-ს ჩინური ანალოგია. კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ მათ შეწყვიტეს კომუნიკაცია რუსულ სახელმწიფო ბანკ Sberbank-თან, რომელსაც თავისი მომხმარებლებისთვის ალტერნატიულ საბარათე სისტემას ეძებდა. UnionPay-იმ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო Alfa Bank-თან, VTB-სა და ბანკ Otkrytie-სთან მიმართებითაც.