მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი საპენსიო ფონდების რეიტინგი

63849728e06c4
გიორგი თოლორდავა
28.11.22 23:55
1162
განვითარებულ სახელმწიფოებში საპენსიო ფონდებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, მოსახლეობის ნაწილი კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრების გაგრძელებას სწორედ საპენსიო ფონდზე დაყრდნობით გეგმავს, რაც სიბერისას ფინანსური სტაბილურობის გარანტია.

საერთო ჯამში მსოფლიოს 100 უმსხვილესი საპენსიო ფონდი 17 ტრილიონი დოლარის მოცულობის აქტივებს აკონტროლებს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.5%-ით მეტია.

მსოფლიოს უმსხვილესი საპენსიო ფონდი იაპონური Government Pension Investment Fund-ია, რომელიც $1.7 ტრილიონის პორტფელს ფლობს, მეორე ადგილზე $1.4 ტრილიონით ნორვეგიაა, ხოლო მესამე ადგილს სამხრეთ კორეა იკავებს, რომლის საპენსიო ფონდიც 798 მილიარდი დოლარის აქტივებს აკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში რამდენიმე მსხვილი საპენსიო ფონდია, მაგალითად, ტოპ ათეულში აშშ და ნიდერლანდები 2-2 ფონდით არიან წარმოდგენილნი.   

უმსხვილესი საპენსიო ფონდების რეიტინგი (აქტივების პორტფელით):

1. Government Pension Investment Fund | იაპონია - $1.7 ტრლნ
2. Government Pension Fund | ნორვეგია - $1.4 ტრლნ
3. National Pension Fund | სამხრეთ კორეა - $798 მლრდ
4. Federal Retirement Thrift | აშშ - $774 მლრდ
5. ABP | ნიდერლანდები - $630 მლრდ
6. California Public Employees | აშშ - $496 მლრდ
7. Canada Pension | კანადა - $426 მლრდ
8. National Social Security | ჩინეთი - $406 მლრდ
9. Central Provident Fund | სინგაპური - $375 მლრდ
10. PFZW | ნიდერლანდები - $315 მლრდ