მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ - Global Finance “თიბისი” საუკეთესო ბანკად აღიარა

605997a23505c
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.21 11:21
640
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance “თიბისი” უკვე მეცხრედ საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

თიბისიში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ჯილდო თიბისის ლიდერობას საქართველოს ბაზარზე ხაზს უსვამს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის განმავლობაში კომპანიის საქმიანობა მომხმარებელზე და მათ საჭიროებებზე იყო მორგებული.

„ბანკები მსოფლიოს მასშტაბით მთავარ როლს ასრულებენ ეკონომიკის აღდგენის პროცესში. საუკეთესო ბანკების კატეგორიაში ის ლიდერი ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის პროცესში. მსოფლიო პანდემიის და უპრეცედენტო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით წლევანდელი შეფასებები კიდევ უფრო ღირებული და ნიშანდობლივია ჩვენს 28-წლიან ისტორიაში“, - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა ჯოზეფ დ. გიარაპუტომ.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: აქტივების ზრდა, მომგებიანობის მაჩვენებელი, გეოგრაფიული დაფარვა, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესების განვითარება და მომხმარებლებისათვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.

„მოხარული ვართ, რომ თიბისიმ, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და საუკეთესო ბანკად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან - გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას - მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. განსაკუთრებით ახლა, გლობალური პანდემიის პერიოდში, აღნიშნული ჯილდოები იმის მტკიცებულებაცაა, რომ თიბისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ძლიერ გუნდთან ერთად მზად არის არსებულ გამოწვევებს გადაწყვეტები მოუძებნოს“, - აღნიშნა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის მსოფლიოს 188 ქვეყანაში 50 000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა. გამოცემა უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.