06.სექტემბერი .2019 10:31

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ტირანი გარდაიცვალა

უკან

ზიმბაბვეს ყოფილი დიქტატორი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მუგაბეს დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები სოცქსელ "ტვიტერზე’’ ოფიციალურად დაადასტურა და მწუხარება გამოთქვა.

მუგაბე ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა. ყოფილი მმართველი აპრილის შემდეგ სინგაპურის საავადმყოფოში იწვა და მკურნალობის კურსს გადიოდა.


რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს სათავეში 1980 წლიდან თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო. მკვლელობები, არჩევნების გაყალბება, სისხლიანი დაპირისპირებები, კორუფცია და სხვა უამრავი დანაშაული სწორედ მუგაბეს პირად ანგარიშზეა. ჯერ კიდეგ 80-იან წლებში, როდესაც იგი აფრიკის მეორე მანდელად მიიჩნეოდა- დიქტატორმა ჩრდილოეთ კორეაში გაწვრთნილ თავის ‘’მეხუთე ბრიგადას’’ უამრავი მოწინააღმდეგე დაახოცინა.


კორუფციამ, არასწორმა მმართველობამ და კრიმინალმა ქვეყანაში შიმშილი გამოიწვია, შედეგად მოსახლეობამ ზიმბაბვეს დატოვება მასობრივად დაიწყო. მუგაბე ყელაფერს დიდ ბრიტანელებსა და მედიას აბრალდებდა.

2017 წელს კი, როდესაც მას მემკვიდრის წარდგენა სურდა, ჯარი და პოლიცია აჯანყდა. ძალოვანების პროტესტს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და ასე დასრულდა თითქმის 30 წლიანი ტირანია ზიმბაბვეში.