მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტების რეიტინგი

63ca8bd00a167
შოთა ტყეშელაშვილი
18.01.23 16:17
3062
მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტი შანხაის პორტია, რომელიც წლიურად 43.5 მილიონ კონტეინერს ემსახურება. ორგანიზაცია World Shipping Council-ის მონაცემებით, მეორე ადგილს დატვირთულობის მიხედვით, სინგაპურის პორტი იკავებს, რომელიც 2020 წელს 36.6 მილიონ კონტეინერს მოემსახურა, მესამეზე კი ჩინეთში, ჟოუშანში მდებარე პორტია 26.55 მილიონი კონტეინერით.

სტატისტიკის თანახმად, საკონტეინერო გადაზიდვებით ყველაზე დატვირთული სწორედ აზიური პორტებია, რეიტინგის პირველ ათეულში შემავალი ერთადერთი ევროპული პორტი როტერდამის პორტია, რომელიც 14 მილიონ კონტეინერს ემსახურება. ყველაზე დატვირთული ამერიკული პორტი ლოს ანჯელესშია, რომელიც გლობალურ რეიტინგში მეჩვიდმეტე პოზიციას იკავებს. პორტი წლიურად 9.2 მილიონ კონტეინერს ემსახურება.

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტების რეიტინგი გატარებული კონტეინერების მიხედვით (TEU ერთეული):

1. შანხაი, ჩინეთი - 43.5 მილიონი კონტეინერი;
2. სინგაპური - 36.6 მილიონი კონტეინერი;
3. ნინგბო-ჟოუშანი, ჩინეთი - 28.72 მილიონი კონტეინერი;
4. შენჟენი, ჩინეთი - 26.55 მილიონი კონტეინერი;
5. გუანგჯოუ, ჩინეთი - 23.19 მილიონი კონტეინერი;
6. ბუსანი, სამხრეთ კორეა - 21.59 მილიონი კონტეინერი;
7. ცინგდაო, ჩინეთი - 22 მილიონი კონტეინერი;
8. ჰონგ კონგი - 17.95 მილიონი კონტეინერი;
9. ტიანჯინი, ჩინეთი - 18.35 მილიონი კონტეინერი;
10. როტერდამი, ნიდერლანდები - 14.35 მილიონი კონტეინერი;
11. ჯებელ ალი, დუბაი, UAE - 13.5 მილიონი კონტეინერი;
12. პორტ კლანგი, მალაიზია - 13.24 მილიონი კონტეინერი;
13. ქსიამენი, ჩინეთი - 11.41 მილიონი კონტეინერი;
14. ანტვერპენი, ბელგია - 12.04 მილიონი კონტეინერი;
15. კაოსიუნგი, ტაივანი, ჩინეთი - 9.62 მილიონი კონტეინერი;
16. დალიანი, ჩინეთი - 6.54 მილიონი კონტეინერი;
17. ლოს ანჯელესი, აშშ - 9.2 მილიონი კონტეინერი;
18. ჰამბურგი, გერმანია - 8.7 მილიონი კონტეინერი;
19. ტანჯუნგ პელეპასი, მალაიზია - 9.85 მილიონი კონტეინერი;
20. ლაემ ჩაბანგი, ტაილანდი - 7.55 მილიონი კონტეინერი;
21. კეიჰინი, იაპონია * - 8.12 მილიონი კონტეინერი;
22. ლონგ ბიჩი, აშშ. - 8.11 მილიონი კონტეინერი;
23. ტანჯუნგი, ჯაკარტა, ინდონეზია - 6.17 მილიონი კონტეინერი;
24. ნიუ-იორკი-ნიუ ჯერსი, აშშ. - 7.59 მილიონი კონტეინერი;
25. კოლომბო, შრი-ლანკა - 6.85 მილიონი კონტეინერი;
26. ჰო ჩიმინი, ვიეტნამი - 7.2 მილიონი კონტეინერი;
27. სუჯოუ, ჩინეთი - 6.27 მილიონი კონტეინერი;
28. პირეუსი, საბერძნეთი - 5.44 მილიონი კონტეინერი;
29. ინგკო, ჩინეთი - 5.67 მილიონი კონტეინერი;
30. ვალენსია, ესპანეთი - 5.43 მილიონი კონტეინერი;
31. მანილა, ფილიპინები - 4.43 მილიონი კონტეინერი;
32. ტაიკანგი, ჩინეთი - 5.15 მილიონი კონტეინერი;
33. ჰაი ფონგი, ვიეტნამი - 5.13 მილიონი კონტეინერი;
34. ალგესირასი, ესპანეთი - 5.11 მილიონი კონტეინერი;
35. ჯავარჰარლალ ნერუს პორტი (ნავა შევა), ინდოეთი - 4.68 მილიონი კონტეინერი;
36. "ბრემენი/ბრემერჰავენი,
37. გერმანია" - 4.87 მილიონი კონტეინერი;
38. ტანჟირი, მაროკო - 5.77 მილიონი კონტეინერი;
39. ლიანიუნგანი, ჩინეთი - 4.78 მილიონი კონტეინერი;
40. მუნდრა, ინდოეთი - 4.73 მილიონი კონტეინერი;
41. სავანა, აშშ - 4.68 მილიონი კონტეინერი;
42. ტოკიო, იაპონია - 4.51 მილიონი კონტეინერი;
43. რიჟაო, ჩინეთი - 4.86 მილიონი კონტეინერი;
44. ფოშანი, ჩინეთი - 4.44 მილიონი კონტეინერი;
45. ჯიდა, საუდის არაბეთი - 4.43 მილიონი კონტეინერი;
46. კოლონი, პანამა - 4.43 მილიონი კონტეინერი;
47. სანტოსი, ბრაზილია - 4.17 მილიონი კონტეინერი;
48. სალალა, ომანი - 4.11 მილიონი კონტეინერი;
49. დონგუანი, ჩინეთი - 4 მილიონი კონტეინერი;
50. გუანქსი, ჩინეთი - 3.82 მილიონი კონტეინერი.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანასი ყველაზე დატვირთული საკონტეინერო ტერმინალი ფოთშია, რომელიც 2022 წლის პირველ ნახევარში 167 ათას კონტეინერს მოემსახურა.