15.ნოემბერი .2019 00:30

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩები

views 2220
უკან

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქუჩამ Bond Street-მა 2019 წელს, ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩის სტატუსი მიიღო.  ამის შესახებ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Cushman&Wakefield-ის მოხსნებაშია ნათქვამი, რომელმაც "მსოფლიოს ძვირიანი ქუჩები" გამოავლინა.



კომპანიამ 68 ქვეყნის 448 ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩები ერთმანეთს შეადარა, ფასები დაიანგარიშა და დეტალები წარადგინა. Cushman&Wakefield-ის თანახმად, ლონდონის Bond Street-ზე ქირის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 16.2 ათასი ევროა წელიწადში. აღსანიშნავია, რომ ამ ქუჩაზე განთავსებულია ისეთი ცნობილი ბრენდების მაღაზიები, როგორებიცაა Louis Vuitton-ი, Chanel-ი და Mulberry-ი.



ამავე დროს, დოკუმენტის მიხედვით, ლონდონის Bond Street-ი მსოფლიოს ძვირად ღირებული ქუჩების რეიტინგში მესამე პოზიციაზეა.

მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილზე კი გასული წლის მსგავსად, ჰონგ-კონგის Causeway Bay-ს ქუჩა მოხვდა, სადაც მაჩვენებელი კვადრატულ მეტრზე 25.9 ათასი ევროა.

მეორე ადგილი კი ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუმ დაიკავა. იქ ქირის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 21.2 ათასი ევროა წელიწადში. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ერთი წლის განმავლობაში მეხუთე ავენიუზე ქირაობის საშუალო მაჩვენებელი არ შეცვლილა.