მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში 13 ქვეყანა რჩება, სადაც COVID-19 ოფიციალურად არ დადასტურებულა - სრული სია

5eb64a9ab3e0f
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.20 10:07
1937
9 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში სულ 13 ქვეყანაა, სადაც ამ დრომდე COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სიაში შემავალი ქვეყნების ნაწილში შესაძლოა ვირუსი გავრცელებულია და ამას ოფიციალურად არ აღიარებენ, სავარაუდოდ ასეთია ჩრდილოეთ კორეაც, რომელიც ჩამონათვალში შემავალი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. სიაში ასევე შედის თურქმენეთიც, რომელიც ასევე საკმაოდ დახურული ქვეყანაა. რაც შეეხება სიის სხვა წევრებს, ისინი ძირითადად წყნარი ოკეანის მიკრო სახელმწიფოებია.

ქვეყნები სადაც 0 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული:

1 ჩრდილოეთ კორეა - 25,778,816 მოქალაქე;
2 თურქმენეთი - 6,031,200 მოქალაქე;
3 ლესოთო - 2,142,249 მოქალაქე;
4 სოლომონის კუნძულები - 686,884 მოქალაქე;
5 ვანუატუ - 307,145 მოქალაქე;
6 სამოა - 198,413 მოქალაქე;
7 კირიბატი - 119,451 მოქალაქე;
8 მიკრონეზია - 115,03 მოქალაქე;
9 ტონგა - 105,695 მოქალაქე;
10 მარშალის კუნძულები - 59,19 მოქალაქე;
11 პალაუ - 18,094 მოქალაქე;
12 ტუვალუ - 11,793 მოქალაქე;
13 ნაურუ - 10,823 მოქალაქე.

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების სულ 3.8 მილიონი შემთხვევა არის აღრიცხული, აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.3 მილიონს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 274 ათასს აღემატება.