მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში 3.6 მილიარდ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ინტერნეტთან წვდომა

5dc1c1cd16f02
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 22:29
1017
მსოფლიოში დაახლოებით 4.1 მილიარდ ადამიანს ინტერნეტთან წვდომა აქვს, რაც დედამიწის მთლიანი მოსახლეობის 53%-ს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც უცხოური მედია ავრცელებს.


"დასტურდება, რომ ინტერნეტის გამოყენება მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება. ახლა მსოფლიოს 4.1 მილიარდი მაცხოვრებელი ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 53.6% იყენებს მას’’- აღნიშნულია მოხსენებაში.


ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ როგორც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის დასკვნა აჩვენებს, პლანეტაზე 3.6 მილიარდ ადამიანს ინტერნეტთან წვდომა ამ დრომდე არ აქვს. მათი უმეტესობა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები არიან, სადაც საშუალოდ ათიდან მხოლოდ ორ ადამიანს აქვს ქსელი.


რაც შეეხება რეგიონების მიხედვით მაჩვენებლებს, ევროპაში ინტერნეტზე წვდომა ყველაზე მაღალია (82.5%), ხოლო აფრიკაში ყველაზე დაბალი (28.2%). ამასთან, როგორც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირში პროგნოზირებენ, ინტერნეტი 2019 წლის ბოლოსთვის, მსოფლიოს ოჯახების 57%-ს ექნება.