მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნების აქციების ღირებულება შემცირდა

5e678f319f4cf
ნათია თაქთაქიშვილი
10.03.20 22:33
724
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნების GM-ის, Ford-ის, Fiat Chrysler-ის და Tesla-ს აქციებზე ფასები შემცირდა, რასაც ნავთობის ფასების ვარდნას და კორონავირუს „კოვიდ-19“-ს უკავშირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

General Motors-ის აქციების ღირებულება 13%-ით შემცირდა და თითო აქციის ღირებულებამ 25 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი ფასია 2012 წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ General Motors-ის აქციების ღირებულება 33%-ით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Fiat Chrysler-ის აქციების ღირებულება 8%-ით შემცირდა, ხოლო Ford Motor-ის თითქმის 6%-ით. Fiat Chrysler-ის თითო აქციის ფასმა 10.81% შეადგინა.

რაც შეეხება Tesla-ს, ელექტრონული მანქანების მწარმოებელი კომპანიის აქციებზე ფასი 10%-ით დაეცა და თითო აქციის ღირებულებამ 631 აშშ დოლარი შეადგინა.