მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Louis Vuitton-ი რესტორნის ბიზნესს იწყებს

5e37f4b27520f
ნათია თაქთაქიშვილი
03.02.20 23:15
1152
მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Louis Vuitton-ი რესტორნის ბიზნესში შედის. ბრენდმა ორი დღის წინ იაპონიის ქალაქ ოსაკაში რესტორანი Le Café V-ი და მაღაზია გახსნა. Louis Vuitton-ი არ არის ერთადერთი ძვირად ღირებული ბრენდი, რომელიც რესტორნის ბიზნესით დაინტერესდა ბოლო პერიოდში. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც ბერნარ არნო აცხადებს, აზიური ბაზარი და იაპონელი მომხმარებელი მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხოლო ოსაკა საკამოდ დიდი ქალაქია იმისთვის, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი ჩატარდეს. მაღაზია და რესტორანი დიდ 4-სართულიან შენობაშია განთავსებული.

„ეს ახალი ოთხსართულიანი მაღაზია ასახავს ოსაკას მემკვიდრეობას, როგორც იაპონიის უმნიშვნელოვანეს პორტს და ხაზს უსვამს ქალაქის მზარდ როლს, როგორც საერთაშორისო სამგზავრო ჰაბს”, - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა სიახლეს არ წამოადგენს მოდის ბიზნესში და სარესტორნო ბიზნესში სხვადასხვა დროს ჩაერთვნენ შემდეგი ბრენდები Ralph Lauren-ი (the RL), Tiffany-ი (Blue Box Café), Nordstrom -ი, Lululemon-ი (LULU), Urban Outfitters-ი (URBN).