MarketWatch-ის ინფორმაციით, ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Gartner განაცხადა, რომ პირველად კომპანია Apple კვარტალური კაყიდვების შეჯამებისას iPhone-ს გაყიდვებში კლებას აფიქსირებს. კომპანიის შეფასებით, iPhone-ის გაყიდვები მეოთხე კვარტაში 4,4%-ით შემცირდა წლიური ანგარიშის ჭრილში. ამგვარად Apple-iს გაყიდვები მსოფლიო მაშტაბით ოქტომბერ-დეკემბრის მონაცემებით 2014 წლის 20,4%-იანი გაყიდვებიდან 17,7%-მდე დაეცა.
ამერიკულმა კომპანიამ პოზიციები Samsung-ს დაუთმო, რომლის წილიც მსოფლიო ბაზარზე 2015 წლის ბოლო კვარტალში 20,7% იყო. ერთი წლით ადრე, კორეული კომპანიის წილი 19,9%-ს შეადგენდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2015 წელს მეოთხე კვარტალში სმარტფონების გაყიდვების 9,7%-იანი კლება იყო ნავარაუდევი. 2015 წლის ბოლო კვარტალში 403,1 მილიონი სმარტფონი გაიყიდა.
"დაბალფასიანი სმარტფონები განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, ისეთი მაღალი მოთხვნის მაჩენებლით სარგებლობს, როგორც პრემიუმ კლასის სმარტფონები", - განაცხადა Gartner-ის დირექტორმა ანშულ გუპთამ. საფასო პოლიტიკამ ადგილობრივი და ჩინური ბრენდების მიმართ რეალობა იქამდე მიიყვანა, რომ მომხმარებლები უფრო მეტად ხელმისაწვდომ სმარტფონებზე აკეთებდნენ არჩევანს. აშშ-ს ვალუტის გამყარებამ გავლენა ამერიკული სმარტფონების წარმოებაზეც იქონია და ნაწილობრივ Apple-ზეც. კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დოლართან მიმართებაში განვითარებადი ქვეყნების ვალუტების დასუსტებამ გაზარდა ზეწოლა, რომელიც იმპორტირებული სმარტფონებისს გაყიდვაზე დადებითად აისახა.