მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში კორონავირუსის 1,203,109 შემთხვევაა დადასტურებული

5e89784d7e368
თელარა გელანტია
05.04.20 10:17
857
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 1 მლნ 203 ათას 90 შემთხვევაა დადასტურებული.

Worldometers-ის ინფორმაციით, ვირუსმა, ჯამურად, 64,743 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლოდ კორონავირუსისგან სულ 246,757 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

4 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი გუშინ აშშ-ში გარდაიცვალა (1,331), მას მოსდევს საფრანგეთი (1,053) და ესპანეთი (749). ინფიცირების ახალი შემთხვევებითაც გუშინ ეს სამი ქვეყანა ლიდერობდა. მხოლოდ აშშ-ში 34,196 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, საფრანგეთში - 7,788, ხოლო ესპანეთში - 6,969.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 162;
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 36;
მათ შორის გარდაცვლილი- 1;
კარანტინის რეჟიმში - 5067;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330;