მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში კორონავირუსის 152 428 შემთხვევაა – უახლესი სტატისტიკა

5e6df25a79180
დავით ჯალაღონია
15.03.20 13:13
1815
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, CNN იუწყება, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 152 428 შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსით კი 5 393 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთში ახალი დაავადებულების რიცხვი უფრო და უფრო მცირდება და ბოლო მონაცემებთ, 81 048–ს აღწევს.

ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიო რუკაზე მეორე ადგილზეა იტალია – 21 157 დაავადებულით, საიდანაც 3000 შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

ირანი მესამე პოზიციაზეა. აქ კორონავირუსით 12 700 ინფიცირებულია, მათ შორის 1000 ადამიანს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში "COVID-19" 30 ადამიანს დაუდასტურდა.