მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში კორონავირუსის 80,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული

5e54c5366a19e
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.20 11:03
768
როგორც CNN- იუწყება, დღეის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 80,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2,698-ს მიაღწია.

ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 71 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვმა 2 663-ს შეადგინა.

9-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა სამხრეთ კორეაში, ინფიცირებული კი - 893-ია. 7 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში, დავადებულთა რაოდენობა კი, 231-ია. კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა ირანში. ჯამში, 27,703 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს შესაძლო პანდემიისთვის მზადყოფნას ურჩევს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, ჯერ ადრეა ეპიდემიას პანდემია ეწოდოს, თუმცა ქვეყნები უნდა იყვნენ მომზადების ფაზაში.

პანდემია იმ შემთხვევაში ცხადდება, თუ ინფექციური დაავადება სწრაფად და მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე მსოფლიოს ბევრ ნაწილში.