26.მარტი .2020 00:16

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა

views 452
უკან

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 20 800-ს გადააჭარბა. დაინფიცირების შემთხვევები კი უკვე 462 000-ს აღწევს. ხოლო გამოჯანმრთელებულია 113 802 ადამიანი.

ყველაზე მეტად ვირუსმა იტალია დააზარალა, ქვეყანაში 7 503 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით, ხოლო დაინფიცირების 74 386 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩინეთში იტალიასთან შედარებით უფრო მაღალია დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა - 81 218, თუმცა, სიკვდილიანობით იტალია პირველზეა, ჩინეთში კორონავირუსით ამ დრომდე 3 281 ადამიანი დაიღუპა.

სწრაფად იზრდება ფატალური შედეგები ესპანეთშიც, სადაც მხოლოდ ბოლო 24 საათში 443 ადამიანი დაიღუპა, ჯამში 3 434. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 47 610-ია.

რაც შეეხება სხვა ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს, ესენია:

აშშ - დაინფიცირებული 62,805, ხოლო დაღუპული 884 ადამიანი;
გერმანია - დაინფიცირებული 37,098, ხოლო დაღუპული 206;
ირანი - დაინფიცირებული 27,017, ხოლო დაღუპული 2,077;
საფრანგეთი - დაინფიცირებული 25,233, ხოლო დაღუპული 1,331.