მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 1 მილიონი შემთხვევაა

5e8629c7852a1
თამთა ჯიჯავაძე
02.04.20 22:05
874
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 1 მილიონი შემთხვევაა. ინფიცირებულთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 1 000 168 შეადგინა.

მათგან გამოჯანმრთელებულია 210 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 52 000-მდე.

რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე მეტად დაზარალებულია აშშ-ში, სადაც დაინფიცირების 235,281, ხოლო გარდაცვალების 5,603 შემთხვევაა.

შემდეგ მოდის იტალია დაინფიცირების 115,242 შემთხვევით და გარდაცვალების 13,915 შემთხვევით. დაღუპულთა რაოდენობით იტალია მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მხოლოდ დღეს ამ ქვეყანაში 760 შემთხვევა დაფიქსირდა.

ესპანეთში დაინფიცირების 110,238 შემთხვევაა, დაღუპულთა რაოდენობა კი 10,096.

გერმანიაში დაინფიცირების 84,264 შემთხვევაა, დაღუპულთა რაოდენობა კი 1,074.

საფრანგეთში დაინფიცირების 59,105 შემთხვევაა, დაღუპულთა რაოდენობა კი 4,503.

ირანში დაინფიცირების 50,468 შემთხვევაა, დაღუპულთა რაოდენობა კი 3,160.

დიდ ბრიტანეთში კი დაინფიცირების 33,718 შემთხვევაა, დაღუპულთა რაოდენობა კი 2,921.