18.მარტი .2020 20:58

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 208 000-ს გადააჭარბა

views 239
უკან

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 208 000-ს გადააჭარბა. მათგან დაიღუპა 8300-ზე მეტი დაინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 83 000. ვირუსი უკვე 170 ქვეყანაში ფიქსირდება.

მათგან ყველაზე მეტად დაზარალებული ჩინეთის შემდეგ, კვლავ იტალია და ირანია. იტალიაში 31,506 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო დაიღუპა 2,503 ადამიანი. ირანში კი 17,361 დაინფიცირდა და დაიღუპა 1,135, მათ შორის 147 დღეს გარდაიცვალა.

დაინფიცირებულთა მატებაა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში 700-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შოტლანდიასა და უელსში ყველა სკოლა დაიხურა, ესპანეთში კი სასტუმროებმა მუშაობა შეაჩერეს.

დაინფიცირების გავრცელების პრევენციისთვის, ევროკავშირმა საზღვრები 30 დღით ჩაკეტა. საზღვრები ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა, ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, კანაადაა.