მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე ნახევარ მილიონს აჭარბებს

5e7d0cca0496d
თამთა ჯიჯავაძე
27.03.20 00:18
1195
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე ნახევარ მილიონს აჭარბებს. კერძოდ, დაინფიცირებულია 520 395 ადამიანი. მათგან დაიღუპა 23 593. ხოლო გამოჯანმრთელდა 123 322.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიას, სადაც ამ დრომდე 8,215 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 712 მხოლოდ დღეს. ხოლო დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 80 000-ს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ მაჩვენებლითაც მალე გაუსწრებს ჩინეთს, ვინაიდან ჩინეთში სულ დაინფიცირების 81 285 შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება სხვა ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს:

აშშ - დაინფიცირების 79,082 შემთხვევა, ხოლო დაღუპულია ჯამში 1,143;
ესპანეთი - დაინფიცირების 56,197 შემთხვევა, ხოლო დაღუპულია ჯამში 4,145;
გერმანია - დაინფიცირების 43,646 შემთხვევა, ხოლო დაღუპულია ჯამში 239;
ირანი - დაინფიცირების 29,406 შემთხვევა, ხოლო დაღუპულია ჯამში 2,234;
საფრანგეთი - დაინფიცირების 29,155 შემთხვევა, ხოლო დაღუპულია ჯამში 1,696.