მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მსოფლიოში მიდის მსჯელობა ეს რეციდივია თუ რეინფიცირება“ - ჯანდაცვის მინისტრი

600fed2517f98
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.21 14:51
1182
„მსოფლიოში მიდის მსჯელობა, ეს რეციდივია თუ რეინფიცირება“ - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, რომელიც საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევას შეეხებოდა.

მისი თქმით, კლინიკური ჯგუფი მსგავს დეტალებზე მუშაობას აგრძელებს და თუ საჭირო იქნება, შეიქმნება პროტოკოლები.

„ვიცი, რომ გავიდა სიუჟეტი, სადაც დასახელებული იყო რეინფიცირების შემთხვევა; ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო ჯერ კიდევ მსჯელობს, ეს როგორც რეციდივი ისე აღწერონ თუ როგორც - რეინფიცირება.

ჩვენ ვმუშაობთ, ასევე, პოსტკოვიდურ სინდრომზე. ყველა პაციენტს, ვისაც ასეთი სინდრომი დაუფიქსირდა ყველას გაეწია შესაბამისი მომსახურება. კლინიკური ჯგუფი მუშაობს დეტალებზე, რის შედეგადაც შეიქმნება გარკვეული პროტოკოლი, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიან; ვინაიდან დღესდღეობით პროტოკოლის გარეშე შემთხვევები წარმატებულად იმართება და შეიძლება, მათ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ მსგავსი პროტოკოლის მიღების საჭიროება არ არის, რადგან მსგავსი სინდრომი არამხოლოდ კოვიდის, არამედ სხვა დაავადებების შემთხვევაშიც ხშირად ვლინდება და ჩვენს ექიმებს შეუძლიათ დაავადებების მართვა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.