დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. სხდომის შესახებ საუბრობს საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის (AMCHAM) პრეზიდენტი სარა უილიამსონი, რომლის თქმითაც შეხვედრა ნაყოფიერად ფასდება. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საინვესტიციო მიმზიდველობას ინარჩუნებს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი მთავრობის ყველა იმ ნაბიჯსა თუ რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას. სხდომის მონაწილეთა კომენტარებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. გამიხარდა, თუმცა არ გამკვირვებია, რომ საქართველოს მთავრობა, ბიზნეს ასოციაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ერთ აზრზე არიან და ძალიან ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მთავრობას მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ ძალიან გვინდა დახმარება საჯაროდ გამოვხატოთ საქართველოს მიერ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადის მიმართ. მთავრობამ ძალიან კარგად მიიღო ჩვენი შეთავაზება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ღია და გახსნილი საუბარი გვქონდა, უკრაინაში მიმდინარე ომის, ისევე როგორც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების რეაგირების შესახებ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო ყველა დეტალი.
შევეხეთ ასევე კომპანიების პრობლემებს. მახარებს ის წინსვლა, რაც ამ მიმართულებით და საკითხების მოსაგვარებლად განხორციელდა. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს ახალი შესაძლებლობების შესახებ, თან იმ ფონზე, რაც ამჟამად ვითარდება მსოფლიოში. კომპანიებს ბიზნესები გადმოაქვთ ან ახალს ხსნიან საქართველოში, სხვადასხვა საკითხი იჩენს თავს და ახალი შესაძლებლობები იქმნება. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა სარა უილიამსონმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი