მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში პირველი ბიოლოგიური რობოტი შეიქმნა, რომელსაც ერთი კვირა საკვები არ სჭირდება

5e218c8c2d7e9
ნათია თაქთაქიშვილი
17.01.20 14:46
2957
მეცნიერებმა აშშ-ში პირველი ბიოლოგიური რობოტი "ქსენობოტი" შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქსენობოტები უმცირესი სუბმილიმეტრის ზომის ბურთებისგან შედგებიან, რაც დაახლოებით 500-დან 1000-მდე უჯრედს მოიცავს.

აღნიშნული რობოტები შექმნილია სხვადასხვა მიზნით, ვინადიან მათ შეუძლიათ მოძრაობა და თვითორგანიზება, მათი გამოყენებაც სხვადასხვა მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

მეცნიერების თქმით, ეს არის ხელოვნური ობიექტების ახალი კლასი - ცოცხალი, პროგრამირებადი ორგანიზმი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შემქმნელებმა გამოიყენეს სუპერ კომპიუტერი და ალგორითმი, რამაც მათ საშუალება მისცა სხვადასხვა კონფიგურაციაში შეერთებინათ რამდენიმე ასეული კანის უჯრედი. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ორგანიზმები ერთი კვირის განმავლობაში დამატებითი საკვები ნივთიერებების გარეშე გადაადგილდებოდნენ.