მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში რომელ ლიდერს ჰყავს ყველაზე მეტი გამომწერი Twitter-ზე?

6061e7ea185ce
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.21 00:25
1076
ანალიტიკური პლატფორმა Statista წერს, რომ მას შემდეგ რაც სოციალურმა პლატფორმა Twitter-მა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიში დაბლოკა, გამომწერების რაოდენობის მიხედვით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ლიდერობს. ნარენდრა მოდის ამჟამად Twitter-ზე 107.8 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ანალიტიკური პლატფორმის ცნობით, ინდოეთის პრემიერის შემდეგ, მეორე ადგილს რომის პაპი ფრანცისკე იკავებს, მას 52.2 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ადგილზეა 39 მილიონი გამომწერით.

რაც შეეხება, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გასული წლის 9 ნოემბრის მონაცმემებით, მას Twitter-ზე 111 მილიონი გამომწერი ჰყავდა, რაც დღემდე რეკორდულ რაოდენობად ითვლება. შეგახსენებთ, ტრამპს Twitter-ზე, Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებზე წვდომა 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის შემდეგ შეუზღუდეს. სოციალურმა ქსელებმა ტრამპს კონგრესზე შტურმის წახალისებაში დასდეს ბრალი.

8 მსოფლიო ლიდერი, ვისაც ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ Twitter-ზე, შემდეგია:

1. ნარენდრა მოდი (ინდოეთის პრემიერი) - 107.8 მილიონი გამომწერი
2. რომის პაპი ფრანცისკე - 52.2 მილიონი გამომწერი
3. ჯო ბაიდენი (აშშ-ის პრეზიდენტი) - 39 მილიონი გამომწერი
4. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი (თურქეთის პრეზიდენტი) - 26 მილიონი გამომწერი
5. ჯოკო ვიდოდო (ინდონეზიის პრეზიდენტი) - 15.5 მილიონი გამომწერი
6. იმრან ხანი (პაკისტანის პრემიერ-მინისტრი) - 13.4 მილიონი გამომწერი
7. მუჰამედ ბინ ბაშიდ ალ მახთუნი (არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერი) - 10.5 მილიონი გამომწერი
8. რანია ალ აბდულაჰი (იორდანიის დედოფალი) - 10.4 მილიონი გამომწერი