მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს

5dc1bcea441a2
ანი ციხისთავი
05.11.19 23:13
8995
2019 წლის მსოფლიო ყველის დაჯილდოებაზე პირველი ადგილი ორეგონში წარმოებულმა ლურჯმა ყველმა Rogue River Blue-მ დაიკავა. მსოფლიო ყველის დაჯილდოვების 32-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს ამერიკული ყველის გამარჯვების პირველი შემთხვევა იყო. Rogue River Blue-მ 42 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ 3800 ყველს გაუწია კონკურენცია.

Rogue River Blue-ის ქარხნის დირექტორ დევიდ გრემელსის განცხადებით, (რომელსაც "მისტერ ლურჯსაც" უწოდებენ), დაჯილდოვების შემდეგ, ყველის გაყიდვები 500%-ით გაიზარდა.

დირექტორის თქმით, შესყიდვები გაზარდეს როგორც უკვე პარტნიორმა კომპანიებმა, ასევე გამოჩნდნენ ახალი მყიდველებიც. ამის გამო კომპანიას წარმოების გაორმაგება მოუწია.

Rogue River Blue სეზონური და ორგანული პროდუქტია, რომელიც ძროხის რძისგან მზადდება. მისი ფასი საკმაოდ მაღალია - 1 კგ დაახლოებით $98 ღირს.

ცნობისთვის, Rogue River Blue-მ 2003 წელს მსოფლიოს საუკეთესო ლურჯი ყველის სტატუსი მოიპოვა, ხოლო 9 წლის შემდეგ ის საუკეთესო ამერიკულ ყველად დაასახელეს. ყველის კომპანიის ვიცე პრეზიდენტის, ქეთი სთრეინჯის განცხადებით, “ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წელი ამერიკული ყველის ისტორიაში”.