მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში თხილის ერთ-ერთი პირველი ექსპორტიორი ქვეყანა უნდა ვიყოთ - მინისტრი

607999cb8546b
ინგა მურუსიძე
16.04.21 18:13
699
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, თხილის ექსპორტთან დაკავშირებით მათი მოლოდინები გამართლდა.

მისივე თქმით, ქვეყანა უკვე უახლოვდება იმ ნიშნულს, როდესაც თხილი წამყვან პოზიციას იკავებს.

„თხილის ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ მარკეტინგული წლის განმავლობაში, 100 მლნ დოლარი იქნებოდა საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტის ღირებულება. უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ გამოწვევების დაძლევასთან, რომელიც უკავშირდება აზიურ ფაროსანას, სხვა დაავადებებს, ცოდნაზე წვდომას, რაზეც სამინისტრო ასოციაციასთან ერთად მუშაობს.

2020 წლის სეზონი ძალიან დიდი მოტივაციის მიმცემი იყო ფერმერებისთვის. ხარისხიან პროდუქციაზე ანაზღაურება იყო ღირსეული. 2021 წელსაც გვაქვს მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენციები გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს საქსტატმა 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს.