მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ფინეთი დასახელდა - რომელ ადგილზეა საქართველო?

6054f6c14db11
თამთა ჯიჯავაძე
19.03.21 23:07
1580

მსოფლიოში ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო 149 ქვეყანას შორის 73-ე ადგილს იკავებს. ამ დრომდე საქართველო რეიტინგში 81-ე ადგილზე იყო.

ყველაზე ბედნიერ ქვეყნად კვლავ ფინეთი დასახელდა. ეს ქვეყანა ზედიზედ უკვე მეოთხე წელია გაეროს მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მიხედვით ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა. რეიტინგში წელს, მეორე ადგილზე ისლანდიაა, შემდეგ მას მოჰყვება დანია, შვეიცარია და ნიდერლანდები.

ტოპ-ათეულში არაევროპულ ქვეყნებს შორის კვლავ ახალი ზელანდია მოხვდა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მან მე-13-დან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა.

მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგს 149 ქვეყანაში მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით ადგენენ. გამოკითხვას ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ი ატარებს. კრიტერიუმებს შორის კი სოციალური მხარდაჭერა, პირადი თავისუფლება, მშპ და კორუფციის დონეა.

ყველაზე ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის წელს მოხვდა ავღანეთი, მას მოჰყვება ლესოტო, ბოტსვანა, რუანდა და ზიმბაბვე.