მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ათი ქალაქიდან ცხრა ინდოეთშია - Statisa

605235d748c83
ნათია თაქთაქიშვილი
18.03.21 00:12
1367
ანალიტიკური პლატფორმა Statista-მ იმ ქალაქების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებულია. Statisa-მ ჩამონათვალი IQAir AirVisual-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.

პუბლიკაციის მიხედვით, ათი ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან ცხრა ინდოეთში მდებარეობს.

დაბინძურების ხარისხი განისაზღვრება როგორც ჰაერის დაბინძურების დონის, ისე გარემოს, ხმელეთისა და წყლის დაბინძურებით.

Statista-ს მიხედვით, ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სათავეში ქალაქი ხოტანია, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. ათეულში შემავალი დანარჩენი ყველა ქალაქი ინდოეთში მდებარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული 10 ქალაქი:

1. ხოტანია - ჩინეთი
2. ღაზიაბადი - ინდოეთი
3. ბულანდშაჰრი - ინდოეთი
4. ბისრახი - ინდოეთი
5. ბიჰვიდი - ინდოეთი
6. ნოიდა - ინდოეთი
7. დიდი ნოიდა - ინდოეთი
8. კონპური - ინდოეთი
9. ლაქნაუ - ინდოეთი
10. დელი - ინდოეთი