მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნაძვის ხე ესპანეთში დადგეს

5df380cd6195e
ნათია თაქთაქიშვილი
14.12.19 00:12
2232
მედია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ნაძვის ხეზე წერს.

როგორც გავლენიანი გამოცემა "ფორბსი" აღნიშნავს, ყველაზე მდიდრული ნაძვის ხე ესპანეთის სამხრეთით მდებარე საკურორტო ქალაქ მარბელას ფეშენებელურ სასტუმროშია განთავსებული, რომლის ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს თანხა ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენება, მანამ ვიდრე არ გაარკვევს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ნაძვის ხე.

საშობაო ნაძვის ხეს უპრეცედენტოდ მაღალ ფასს ის დეკორაციები აძლევს, რომლებიც ნაძვის ხეზეა განთავსებული.

ნაძვის ხე და მისი აქსესუარები Kempinski Hotel-ის და BahiaDebbie Wingham-ის პარტნიორობის პროდუქტია. BahiaDebbie Wingham გახლავთ ცნობილი დიზაინერი, რომელიც ხშირად თანამშრომლობს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიც არის კიმ კარდაშიანი და კაილი ჯენერი.

BahiaDebbie Wingham-მა ორგანიზატორებს ნაძვის ხის დეკორაციებად ძვირად ღირებული ქვები და ბრილიანტები შესთავაზა. ნაძვის ხეზე ტრადიციულ სათამაშოებთან ერთად შეხვდებით წითელ, თეთრ და შავ ბრილიანტებსაც.

უნდა აღნიშნოს, რომ ამდრომდე ყველაზე ძვირად ღირებულ ნაძვის ხედ "როკფელერის" ცენტრში განთავსებული საშობაო ნაძვის ხე მიიჩნეოდა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 74,000 აშშ დოლარია.