მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ცათამბჯენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია

5f396d6fbd55d
თამთა ჯიჯავაძე
16.08.20 21:30
1986
მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ცათამბჯენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. როგორც Business Insider-ი წერს, ცათამბჯენი ნიუ-იორკში მდებარეობს, რომელსაც Steinway Tower-ს უწოდებენ. ის 24-ჯერ უფრო მაღალია თავის სიგანესთან შედარებით. მისი სიმაღლე კი 435 მეტრია.

ცათამბჯენს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ფართი აქვს თითო სართულზე. შენობა ნიუ-იორკის ძვირად ღირებულ ქუჩაზე მდებარეობს, რომელსაც მილიარდერების რიგსაც უწოდებენ.

ცათამბჯენის პირველ მოსახლეს წლის ბოლომდე ელოდებიან. შენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალ საცხოვრებელ ნაგებობას წარმოადგენს.