მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენა შედგა - ნიუ-ორკიდან სიდნეიმდე რეისი 19 საათში შესრულდა

5dac15f6ed0ac
BM.GE
20.10.19 12:15
2012
ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა ყველაზე გრძელი სატესტო კომერციული რეისი შეასრულა, რომელიც 19-საათიან შეუჩერებელ(non-stop) ფრენას გულისხმობდა.

სატესტო ფრენის მიზანი იყო, დაედგინა, როგორ იგრძნობდნენ თავს მგზავრები, პოლოტები და ბორტის სხვა წევრები თავს ხანგრძლივი უწყვეტი ფრენის შემდეგ.

The Boeing 787-9-ზე 49 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ჰაერში 19 საათი და 16 წუთი დაჰყვეს და ნიუ-იორკიდან სიდნეიმდე 16,200 კმ დაფარეს.

BBC-ის ინფორმაციით, შემდეგ კვირას კომპანია მსგავსი ფრენის განხორციელებას ლონდონიდან სიდნეიმდე გეგმავს.