იაპონურმა კონგლომერატმა, Toyota-მ გასულ 2022 წელს რეკორდული 10.5 მილიონი ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ყველაზე მოთხოვნად კომპანიებს შორის Toyota აწ უკვე მესამე წელია არ თმობს პირველობას, მეორე ადგილს კი 8.3 მილიონი ავტომობილით ისევ გერმანული Volkswagen Group-ი იკავებს, რომელიც ათამდე შვილობილ კომპანიას აერთიანებს.
შედარებისთვის, 2021 წელს Toyota-მ 8.6 მილიონი ავტომობილის გაყიდვა შეძლო, რაც საწარმოო პროცესების შეზღუდვით და ჩიპების დეფიციტით იყო განპირობებული. კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, მიწოდების ჯაჭვები ისევ არაა ოპტიმალურ მდგომარეობაში, თუმცა 2020-21 წლებთან შედარებით ვითარება გამოსწორებულია.
აზიის რეგიონში Toyota ისევ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად რჩება, მათ შორის, საქართველოშიც ყველაზე გაყიდვად ავტომობილებს შორის Camry, Prius და RAV4-ია.
ცნობისთვის, გასულ კვირას Toyota-ს პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, აკიო ტოიოდა თანამდებობიდან გადადგა. 66 წლის იაპონელი ბიზნესმენის ადგილს Toyota-ს მთავარი ბრენდ ოფიცერი (CBO) კოჯი სატო დაიკავებს, რომელიც CEO-ს როლის შესრულებას პირველი აპრილიდან შეუდგება.
აღსანიშნავია, რომ აკიო ტოიოდა თავად კომპანიის დამფუძნებლის, კიიჩირო ტოიოდას პირდაპირი შთამომავალია. CEO-ს თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის როლში გადაინაცვლებს.
ინვესტორებთან შეხვედრისას ახალი CEO-ს, კოჯი სატოს შესახებ ითქვა, რომ მან თავისი დაუღალავი შრომითა და დისციპლინით დაამტკიცა, რომ მას Toyota-ს ფილოსოფია კარგად ესმის, ახლა კი ის მზად არის, რომ იაპონურ გიგანტს ახალგაზრდული ენერგიითა და შემართებით გაუძღვეს.
53 წლის დირექტორს Toyota-სა და Lexus-ის ახალი სტრატეგიის შემუშავება დაევალება, რომელმაც ლეგენდარული კონგლომერატი ელექტრიფიკაციისა და ჰიბრიდიზაციის ეპოქისთვის სათანადოდ უნდა მოამზადოს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი