მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსურველთა საკმაო ნაკადი არსებობს, ვინც ჩვენთან ჩამოვა" – "ლოპოტას" მოლოდინები

5eb5186c1f205
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.20 22:20
1777
ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ინდივიდუალური ჯავშნები, შიდა ტურიზმის მიმართულებით, - ამის შესახებ BM.GE-ს „ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა ანდრეი ვლასოვმა განუცხადა.

მისი თქმით, ლოპოტას ადგილმდებაორება, სივრცე და ინფრასტრუქტურული მოწყობა მათ მომხმარებელში დადებით გამოხმაურებას ეპიდემიის შემდეგაც ინარჩუნებს და ისინი ადგილობრივი ტურიზმის ამოქმედების შემდეგ უკვე აკეთებენ ჯავშნებს.

„ჩვენ შევძელით და ბევრად უფრო კარგად გვაქვს ვითარება ვიდრე სხვა ქვეყნებში და იმედი მაქვს გახსნის შემდეგ რაღაც ნაკადი წამოვა და შიდა ტურიზმის ხარჯზე ამოქმედდება სასტუმროების სექტორი.

„ლოპოტას“ შემთხვევა ალბათ უფრო განსხვევაბულია, ვიდრე სხვა სასტუმროების, რადგან ჩვენ უკვე ვიცით რომ 15 ივნისს როდესაც ამოქმედდება შიდა ტურიზმი, მსურველთა საკმაო ნაკადი არსებობს, ვინც ჩვენთან ჩამოვა. ეს გვაძლევს სტაბილურობის საშუალებას რომ შემოსავალი გვექნება. 1 ივლისიდან ბევრ თანამშრომელს ვაბრუნებთ იძულებითი შვებულებიდან და გარანტირებულად გვექნება დატვირთვა.

ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ინდივიდუალური ჯავშნები, შიდა ტურიზმის მიმართულებით - ჩვენი ტრადიციული მომხმარებლები, რომლებიც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდს ჩვენს რეზორტზე ატარებენ. ამ კრიზისულ პერიოდში ჩვენმა ინფრასტრქტურულმა მოწყობამ, გაშლილმა სივრცემ ჩვენ გარკვეული უპირატესობა მოგვანიჭა.

რაც დღეს გამოცხადდა, თუნდაც ქონების გადასახადის მოხსნა, ჩვენ არ გვქონდა არც იმის რეზერვი რომ ეს გადასახადი გადაგვეხადა და ძალიან კრიზისში ვვარდებოდით. ეს მცირე ფინანსური რესურსი, რაც გვაქვს მიიმართება უსაფრთხოების, ჰიგიენის, სტუმრის მიღება-გაცილების სერვისების გასაუმჯობესებლად“, - ამბობს „ლოპოტას“ გენერალური მენეჯერი.

ანდრეი ვლასოვის თქმით, ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ მათი იძულებით შვებულებაში მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდნენ სამუშაო გარემოს და განაგრძონ თავისი საქმიანობა.

„ლოპოტაზე სულ დასაქმებული გვყავდა 300-მდე ადამიანი, დღეს დაახლოებით 140 ადამიანი მუშაობს ტერიტორიაზე ისევ. ჩვენ როდესაც მარტში პირველი შემთხვევები დადასტურდა ჩვენ დავიკეტეთ, სანამ მივიღებდით საკარანტინე სივრცეში მოქალაქეებს, მაგრამ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და სრულად გადავიხადეთ 2 თვის - მარტის და აპრილის ხელფასები. თანამშრომელთა ნაწილმა, რომელიც არ იყო ჩართული საკარანტინე სივრცეების პროგრამაში, დროებით დაგვტოვა და ახლა დატვირთვასთან ერთად 1 ივნისიდან ეტაპობრივად დავაბრუნებთ. შემდგომში შეიძლება ისეც მოხდეს რომ დაგვჭირდეს ახალი კადრების დამატება“, - ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.