მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსხვილი დამსაქმებელი მაქსიმალურად ეცდება კანონს აარიდოს თავი"-რა შენიშვნები აქვს "რკინიგზას" შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე

5d8485d0ee912
ელენე გოგბერაშვილი
20.09.19 11:52
872
ამ წუთებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც „შრომის კოდექსში ცვლილებებს“ განიხილავენ.

„საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი, ნინო ჯორბენაძე თვლის, რომ კანონპროექტის მიღებამდე, წარმოდგენილი დოკუმენტი კარგად გასააზრებელია, რადგან გათვალისიწინებულ იქნას როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის ინტერესები.

„არის რიგი საკითხები, სადაც მსხვილი დამსაქმებლის ინტერესები თუ არ ქნება გათვლისწინებული, მაგალითად როგორიცაა ვადიანი ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობა, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაოების ანაზღაურების პრინციპი, ასევე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხები, საბოლოო ჯამში დასაქმებულებზეც ძალიან ცუდად იმოქმედებს, რადგან ყველა დამსაქმებელი, მითუმეტეს მსხვილი დამსაქმებლები მაქსიმალურად ეცდება, რომ კანონის ნორმებს აარიდოს თავი და ორმხრივი კონფლიქტი გამოვა ინტერესის და ვერ მივიღებთ იმ შედეგეს, რომელიც კანონს შეიძლება ჰქონდეს.

ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ არის გარკვეულწილად ისეთი სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სხვა შეთავსებით სამუშაოებზე აკრძალვას. გარკვეულწილად სამუშაოდან სამუშაოზე, ცვლიდან ცვლამდე შეიძლება ადამიანს პრობლემა ჰქონდეს და მას ეკუთვნოდეს დასვენება და პირობითად მივიღოთ შედეგად ის, რომ სხვაგან მუშაობის შემთხვევაში იმავე ადამიანის, დასაქმებულის ინტერესები და ჯანმრთელობა იყოს შელახული.

ცვლაში მუშაობა არის ნებისმიერ მსხვილ საწარმოში, მითუმეტეს ინდუსტრიულ საწარმოში როგორიც არის რკინიგზა. ასეთ საწარმოებში რა თქმა უნდა ცვლის განრიგი არსებობს, ღამით მუშაობაც არსებობს. ეს არის რეგულირებადი და კომპანიის შიდა შრომითი ურთიერთობის მომწერიგებელი დოკუმენტების საფუძველზე“-აცხადებს ნინო ჯორბენაძე.

შეგახსენებთ, საქარველოს პარლამენტმა უნდა დაიწყოს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა.

პროექტების დღეს არსებულ ვერსიაში ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიანი შრომითი ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა.