მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი დამსაქმებლების შემდეგ პრემიერი ბიზნესასოციაციებს შეხვდება

5f93e24f74eef
BM.GE
24.10.20 12:13
1035
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდება.

შეხვედრა 13:00 საათზეა დაგეგმილი.

bm.ge-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეულები არიან: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია, დისტრიბუტორთა ასოციაცია, საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო და ა.შ.

როგორც bm.ge-ს გუშინ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, სექტორის მხრიდან მოთხოვნები უცვლელია - ისინი საგადასახადო შეღავათებთან ერთად ბანკებთან შუამდგომლობას და 1 წლის განმავლობაში სესხების საპროცენტო შენატანებზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

ასევე, სექტორი მთავრობას covid-დან გამომდინარე ახალი რეგულაციების შემოღების პროცესში აქტიურ კომუნიკაციასაც სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას 5-მა ბიზნესასოციაციამ გახარიას წერილიც მისწერა, სადაც ბიზნესისთვის მხარდაჭერას სთხოვდა.