მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი ინფრასტრუქტული პროექტები აქცენტირებული იქნება საარჩევნო პროგრამაში - თალაკვაძე

5e4eb5d08e1a5
თამთა ჯიჯავაძე
20.02.20 21:01
1031
საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, კიდევ უფრო წაახალისებს ინვესტიციებს და დაეხმარება ბიზნესსუბექტებს, რომ ჰქონდეთ უკეთესი წვდომა კაპიტალზე და უფრო საიმედო, უფრო დაცულ გარემოში მოიზიდონ ინვესტიციები იმ პროექტებისთვის, რომელიც ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, როგორც მცირე, ასევე საშუალო ბიზნესი და მსხვილი ინფრასტრუქტული პროექტები რჩება ხელისუფლების პრიორიტეტად, და ეს საკითხი აქცენტირებული იქნება საარჩევნო პროგრამაშიც.

„ახალი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა არის ის, რაც ქმნის საქართველოს მომავალ ეკონომიკას, ეს არის ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, პორტები და აეროპორტები. ჩვენი მოვიზიდეთ ინვესტიციები ფოთის და ბათუმის პორტებში, ეს არის ამერიკული ინვესტიციები, რაც მიუთითებს იმაზე რომ საქართველოში ინვესტიციები არის დაცული და უსაფრთხოდ ხდება მათი ოპერირება. მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ანაკლიის პორტისთვისაც მოიზიდონ ამერიკელი ან საერთაშორისო ინვესტორი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონის პროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება, მიზნად საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისთვის შესაბამისი წესების დადგენას და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას ისახავს.

კანონით საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა უნდა მოხდეს.

კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირების, მართვის, შენახვის, ადმინისტრირების და აღრიცხვა-რეგისტრაციის საქმიანობაში.