20.სექტემბერი .2019 22:00

მსხვილი კორპორაციები და ინვესტორები ამაზონის ტყის დაცვას ითხოვენ

views 263
უკან

ცნობილი კომპანიები და ინვესტორები ბრაზილიის მთავრობას ამაზონის ტყის დაცვისა და გადარჩენისკენ მოუწოდებენ. მსოფლიოს 230 საპენსიო ფონდის, აქტივების მართვის კომპანიებისა და საკრედიტო ინსტიტუტების, ასევე სხვადასხვა კონცერნისა და ბანკის ერთობლივი წერილი, რომელიც ბრაზილიის მთავრობისადმია მიძღვნილი, გუშინ გამოქვეყნდა.



დოკუმენტში მხარეები ამაზონის ტყის გაჩეხვასა და იქ გაჩენილი ხანძრების საშიშროებაზე საუბრობენ და ქვეყნის პრეზიდენტს პრობლემის სწრაფი და ადეკვატური მოგვარებისკენ მოუწოდებენ.  ”როგორც ინვესტორები, ჩვენ ვხედავთ ტყის განადგურებისგან გამოწვეულ რისკებს ბიომრავალფეროვნებასა და კლიმატზე, რომელიც საფრთხეს უქმნის სამყაროს’’- ნათქვამია წერილში.



აღსანიშნავია, რომ მემარჯვენე პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ამაზონის ტყეში ეკონომიკურ პოტენციალს ხედავს და სურს, მისი დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის, სამთო და ენერგეტიკისთვის გამოიყენოს. გარემოსდაცვითი პოლიტიკის გამო, იგი საერთაშორისო კრიტიკის ცენტრში არაერთხელ მოხვდა. ამაზონონის უნიკალურ ტყეს, რომელიც დიდი რაოდენობით CO2-ს გამოჰყოფს, დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური კლიმატისთვის.



ღია წერილს ხელს ბრიტანული ბანკის HSBC, ფრანგული საფინანსო ინსტიტუტი BNP Paribas და გერმანული Deka Invest GmbH -ც აწერენ.



ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილი ხანძრისა და უკანონო გაჩეხვების გამო, პროტესტის ნიშნად ცოტა ხნის წინ, შვედურმა მოდის ქსელმა H&M და ამერიკულმა კონცერნმა VF Corporation, რომელიც ტანსაცმლის ბრენდებს Timberland, Vans და North Face-ს აერთიანებს, ბრაზილიურ ტყავზე უარი განაცხადეს. მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიამ Nestle -ს კი სურს, ამაზონიდან ხორცისა და კაკაოს შეძენის საკითხს გადახედოს.