მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთა ტურისტულად ჯერ ვერ გამოცოცხლდა“ - სასტუმრო-კოშკი „აპარეკა შატილში"

60e6c7689a89c
ინგა მურუსიძე
08.07.21 23:00
875
საოჯახო სასტუმრო-კოშკი „აპარეკა“ პანდემიის დროს, 2020 წლის ივნისში გაიხსნა და მას შემდეგ ევროპის არაერთი ქვეყნიდან არაერთი ტურისტი მიიღო. როგორც bm.ge-ს „აპარეკას“ მენეჯერი თეონა ჭინჭარაული უყვება, გასულ წელს „აპარეკას“ ვიზიტორები გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან სტუმრობდნენ.

„კოშკში განთავსებულ სასტუმროს, ძირითადად, ეგზოტიკური დასვენების მოყვარული ტურისტები სტუმრობენ. ჩვენთან ჩამოდის კონტინგენტი, ვისაც სურს მინიმალური კომფორტი და ეძებს ქართული ეთნო-კულტურის ნიმუშებს“, - ამბობს ჭინჭრაული.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, როგორც სასტუმრო-კოშკის მენეჯერი ამბობს, ჯერჯერობით, მთაში ტურისტების სიმრავლე არ არის, შატილში ქართველები ადიან და ისიც უფრო მეტად შაბათ-კვირას, ხოლო კვირის განმავლობაში სასტუმრო, ძირითადად, ცარიელია.

„მსოფლიო პანდემიის საერთო სურათის გათვალისწინებით უნდა ითქვას, რომ ტურისტული მიმოსვლა არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. ჩვენს ქვეყანაში მოუწესრიგებლად ჩატარებულმა არასრულმა ვაქცინაციამ, დიდწილად  უარყოფითი გავლენა მოახდინა ტურისტული ნაკადების შემოდინებაზე, ალბათ მთის გამოცოცხლებაც ამის გამო ვერ მოხდა“, - აღნიშნა ჭინჭარაულმა.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, „აპარეკას“ მენეჯერი გვიყვება, რომ სასტუმროში დასვენების ღირებულების მცირედით, 10-15 ლარით გაზრდა მოუწიათ. ჩვენი სასტუმროს შემთხვევაში, ორი ადამიანი, კვების გარეშე ერთ ნომერში 70 ლარად დაისვენებს“, - ამბობს ის.