მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავარ გამოწვევად კვლავ კადრები რჩება“ - სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიის დირექტორი

633d5d3c2636e
ვიქტორია მღებრიშვილი
05.10.22 19:35
818
„მთავარ გამოწვევად კვლავ კადრები რჩება“ - ამის შესახებ სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიის დირექტორმა მაია წერეთელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ტურიზმისა და ავიაციის დარგების მიმოხილვის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორში აღდგენის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა და თვიდან თვემდე ეს სურათი უმჯობესდება, თუმცა ამასთან ერთან გამოწვევები კვლავ რჩება, ამ სირთულის გადაწყვეტაში კი სახელმწიფოს ჩართულობაა საჭირო.

„მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება კადრები, მომზადების დონე, ენის ცოდნა და ზოგადად კადრების ნაკლებობა.

სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ხარისხიანი კადრების მომზადება, იმისთვის რომ ისინი კერძო სექტორში პირდაპირ დასაქმებადები იყვნენ და დასჭირდეთ დამატებითი გადამზადება“, - განმართა მაია წერეთელმა.

სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მათ დარგში რუსეთის მოქალაქეთა დასაქმების საკითხზე საუბარი არ არის, რადგან სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულმა ქართული უნდა იცოდეს.

„რუსების დასაქმების ტენდენცია სასტუმროების სფეროში არ შეგვინიშნავს, ვინაიდან ენის ცოდნა გადამწყვეტია და ქართულ ენაზე თუ ვერ საუბრობს პერსონალი, ის მიუღებელია ამ სფეროსთვის“, - თქვა წერეთელმა.