არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება ძვირდება. როგორც ირკვევა, ტარიფი დღეს არსებული 0.86 ლარიდან 1.10 ლარამდე იზრდება. შესაბამისი განცხადება „თბილისი ენერჯიმ“ დღეს გაავრცელა და გადაწყვეტილების მიზეზად რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, მათ შორის ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნა და ინფრასტრუქტურა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.
„ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ტარიფის გაზრდა ალბათ მოსალოდნელი იყო, რადგან ლარი კურსი უკვე დიდი ხანია ეცემა და ფაქტია, დოლარში ნაყიდი პროდუქტი გაძვირდებოდა.
"მოგეხსენებათ, ყველა კატეგორიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფები დერეგულირებულია ანუ ბუნებრივი გაზი მიეწოდებათ ტარიფის დადგენის გარეშე. შესაბამისად, კომპანიებს აქვთ უფლება, მარეგულირებლის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები, როცა საქმე ეხება კომერციულ მომხმარებელს, მაგრამ ეს ერთი თვით ადრე უნდა შეატყობინონ მომხმარებლებს, ასე მოიქცა "თბილისი ენერჯიც". იმ სექტორებსა და მიმართულებებში, სადაც შესყიდული პროდუქტის ფასსა და გასაყიდ ფასსს შორის იქნება დისბალანსი, ტარიფი თუ ფასების გაზრდა, ალბათ დღის წესრიგში დადგება, რადგან როდესაც პროდუქტს, რომელიც უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს, უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ და ვაწვდით ლარში, პარალელურად, კურსთაშორის სხვაობა იზრდება, შესაბამისად, ეს ყველაფერი ალბათ ფასზეც უნდა აისახოს", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ "საქმის კურსში" თემის კომენტირებისას და იქვე დასძინა, რომ განსხვავებით, კომერციული ტარიფისა, საყოფაცხოვრებო ნაწილში გაზგამანაწილებელ კომპანიებს ნაკლები თავისუფლება აქვთ, რადგან ამ შემთხვევაში ტარიფს 3 წლით სემეკი ადგენს და ის შარშან დამტკიცდა.
კითხვაზე - რამდენად ადეკვატური იყო დრო, რომელიც „თბილისი ნერჯიმ“ შეარჩია, ლევან ვეფხვაძე პასუხობს, რომ ეს რთული სათქმელია, რადგან ისიც ბიზნესია.
„აქ ერთმანეთს უპირისპირდება ორი კომპანიის, ორი სხვადასხვა სექტორის ინტერესები, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რატომ გააკეთა ახლა და არა სხვა დროს, რადგან კომპანიას თავისი ფინანსური ანგარიშები აქვს და არსებობს პრობლემები, რაც ერთი დღის წარმოქმნილი არ არის. ბოლო 2-3 წელია გაცვლითი კურსის ვარდნა მიდის. ეს ყველაფერი აწვება ბიზნესს, გვაწვება ჩვენ, რადგან ჩვენ გვიწევს დამატებითი რესურსების გადახდა. ადგილობრივ ბაზარზე კომპანიებს გაყიდვები აქვთ ლარში და მეორე მხრივ, ის მდგენელი, რაც ამ წარმოებისთვის სჭირდებათ, არის ენერგომატარებლები. თუ ენერგომატარებლებზე თანხა გაიზარდა, საბოლოო ჯამში, ეს უკვე პროდუქტში აისახება“, - განმარტა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა, კურსის გაუფასურების საკითხის შესწავლა.
„როცა ლარის კურსი ეცემოდა, მახსოვს განცხადებები, რომ ეს მთავარი არ არის, რადგან მთავარია ინფლაცია, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ ლარის კურსი საბოლოოდ არის მთავარი და ბოლოს მივდივართ იქამდე, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში ძვირდება და გაძვირდება კიდეც. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ გაზგამანაწილებელმა გაზარდა ტარიფი, არამედ ის თუ რატომ ეცემა ლარის კურსი და თუ რამე ღონისძიება არის განსახორციელებელი, უნდა განხორციელდეს და თუ გეგმებია დასაკორექტირებელი, დაკორექტირდეს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
"საქმის კურსში" ენერგომატარებლებზე საუბრისას, BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არ გამორიცხა, რომ ელექტროენერგიის მომწოდებლებმაც ტარიფის გაზრდის საკითხი დააყენონ, რადგან ის 2017 წლის შემდეგ არ შეცვლილა და ლარის კურსი კი, მკვეთრად გაუფასურდა.
"თქვენ იცით, რომ 2017 წელს დადგენილი ტარიფები ახლა უნდა გადაიხედოს; მაშინდელი გაცვლითი კურსიც გვახსოვს, დიდია წილი იმპორტირებული ელ.ენერგიის ამ წლების განმავლობაში, რომელიც შემდეგ საბაზრო ფასებზე აისახებოდა და ალბათ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც ტარიფების გადახედვა იქნება მოთხოვნილი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა