„ბიზნესის მთავარი როლი ამაზე ლაპარაკია და ის, რომ საკუთარ ნაჭუჭში არ ჩავიკეტოთ“, - ასე უპასუხა კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა „საქმის კურსში“ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას - რა როლს უნდა ასრულებდეს ბიზნესი ევროსაბჭოს მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
თამაზ დაუშვილი თვლის, რომ 20 ივნისს გამართულ აქციაზე "შინ ევროპისკენ" და ამ სახის სხვა დემონსტრაციებზე მოქალაქეები უნდა გამოდიოდნენ და თავის პოზიციას უნდა აფიქსირებდნენ. ის ამბობს, რომ ბიზნესი, როგორც საზოგადოების ნაწილი, ხმამაღლა უნდა საუბრობდეს იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების გზამ შეიძლება მოიტანოს.
„აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირა ქვეყნების მიერ დაგროვილი გამოცდილება ჩვენ ყველამ ვიცით. ვიცით, როგორ დაიწყეს და რა მნიშვნელობა ჰქონდა ევროკავშირთან დაახლოებას და საბოლოოდ, ევროკავშირის წევრობას. ეს უამრავი სიკეთეა, დაწყებული დაბალპროცენტიანი კრედიტებით, გრანტებით, ტექნოლოგიებთან და განათლებასთან წვდომით, უფრო მეტი დემოკრატია და ღია საზოგადოება, უფრო მეტად ინკლუზიური საბაზრო ეკონომიკა. ჩვენ გვინდა, რომ კეთილდღეობა არამხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
რამდენად ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას ევროინტეგრაცია? ინვესტიციების ბუმი ნამდვილად იქნება, რადგან საქართველო ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც ჩვენ მეტ ინვესტიციას და განვითარებას ვიმსახურებთ, უბრალოდ შესაბამისი კლიმატი და პირობები უნდა შეიქმნას, რომ უცხოელები მხოლოდ ტურისტებად კი არ ჩამოვიდნენ, არამედ ინვესტორებად მოვიდნენ; უფრო ბევრი კომპანიები გაიხსნას და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ადამიანებმა საქართველოდან გადინება შეწყვიტონ. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ადამიანები ევროპაში იმ სიკეთეების მისაღებად მიდიან, რომლის მიღება აქ არ შეიძლება. საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებით მიზანიც ეს არის, რაც ნამდვილად უკრაინის დამსახურებაა, რომ ასეთი ხელშესახები გახდა. ამისთვის ხელის შეშლა დანაშაულის ტოლფასია.
ბიზნესის მთავარი როლია, რომ ამაზე ვილაპარაკოთ და საკუთარ ნაჭუჭში არ ჩავიკეტოთ. გარდა იმისა, რომ ბიზნესი ქმნის სერვისს და აწარმოებს პროდუქციას, ჩვენ გვაკისრია ვალდებულებები, რადგან ჩვენ ამ საზოგადოების წევრები ვართ. როცა შენ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა შეგიძლია და ჩუმად ზიხარ, ეს არასწორია. ახლა დროა, ყველამ ნათლად თქვას, რომ ეს ის საკითხია, რაზეც უმრავლესობა ვთანხმდებით, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლები. უნდა ვთქვათ, რაც არ მოგვწონს და საბოლოო ჯამში ასე მივალთ შედეგამდე“, - განმარტა კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი