მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარია, პროექტი უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს - თურნავა „ნამახვანჰესზე“

60d5fa4427459
თელარა გელანტია
25.06.21 19:45
488
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ირწმუნება, რომ „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

როგორც მინისტრმა პარლამენტში ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ყველა ხარვეზი, რაც არსებობდა, მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, გამოსწორდება და მთავარია, ეს პროექტი უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს.

„ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. ყოველთვის, ნებისმიერი ასეთი მსხვილი პროექტი შესაძლოა, გაკეთდეს ცოტა უკეთესად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის პროცესში ვიმყოფებით, რომელსაც უძღვება ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი და გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. აქედან გამომდინარე, ყველა ის ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა, თუნდაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, გამოსწორდება, ისეთი არაფერია. მთავარია, ეს პროექტი განხორციელდეს უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.