მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 16 მლნ ლარად 5000 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონს და 1.5 მლნ ლიტრ ზეთს ყიდულობს

5e81e2bc7bec2
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.20 15:49
7538
საქართველოს მთავრობა 5000 ტონა შაქარს, 500 ტონა მაკარონს და 1,500,000 ლიტრ ზეთს ყიდულობს - ამას მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნა არის გათვალისწინებული.

ამ პროგრამის ფარგლებში, სურსათის შესყიდვას ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო” განახორციელებს.

“პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგების შექმნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის N 608 განკარგულების თანახმად ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ მიეცა უფლება პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგების შექმნის მიზნით, შესაბამისი საქონლის/მომსახურების შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 პრიმა მუხლის მე - 3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“მიერ შესყიდვები წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი.

შესყიდვის შესრულების ვადა: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის N 608 განკარგულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, არაუადრეს 2020 წლის 1 ივლისამდე.

შესასყიდი ობიექტების მოცულობა: არაუმეტეს: 5000 ტონა შაქარის, 500 ტონა მაკარონის, 1 500 000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის შესყიდვა, თანმდევი მომსახურებით დასაწყობება და შენახვა,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სასურსათო მარაგების შექმნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა 9 ძირითადი სასურსათო მოხმარების პროდუქტზე ფასების შენარჩუნებასაც გეგმავს.

23 მარტს მიღებული დადგენილების მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იქნება და ის შემდეგი დასახელების პროდუქტების ფასების შენარჩუნებას უზრუნველყოფს: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.