მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 20 მილიონამდე ბრუნვის სასტუმროებს 5 მლნ-ის სესხის პროცენტის 80%-ს დაუსუბსიდირებს

5eb3e6e3ae928
ელენე გოგბერაშვილი
07.05.20 14:38
1286
პრემიერ მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს კი საშემოსავლო გადასახადები 9 თვით წლის ბოლომდე გადაუვადდებათ. მთავრობა დაეხმარება ასევე სასტუმრობს, რომელთა ბრუნვა 20 მლნ ლარამდეა. მათ მთავრობა 5 მლნ-ის სესხის 80%-ს დაუფარავს. ამის შესახებ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ტურიზმის სექტორი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. გარდა ამისა ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს საშემოსავლო გადასახადები 9 თვით წლის ბოლომდე გადაუვადდებათ. აქ ვერ დავპირდებით საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა იქ ვნახავთ რისი გაკეთება შეგვეძლება და ეტაპობრივად ვისაუბრებთ სქემებზე.

სასტუმროებს იცით, რომ 50 ნომრამდე სესხის პროცენტის სუბსიდირება გავაკეთეთ და რამდენიმე ათასმა ამ შეღავათით ისარგებლა. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას, ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა არის 20 მლნ ლარამდე 5 მლნ-ის სესხის პროცენტის 80%-ს, რაც მნიშვნელოვანი იქნება დარგის განვითარებისთვის“ -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.