მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2020 წელს პრივატიზაციიდან მინიმუმ 120 მლნ ლარის შემოსავალს ელოდება

5d920f4a9bab0
ლიკა გურაბანიძე
01.10.19 09:00
807
"ვფიქრობთ, წლის ბოლომდე სავსებით რეალისტურია, რომ 100 მლნ ლარის შემოსავალი (პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი) მივიღოთ. შესაბამისად, გაისად ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მინიმუმ 120 მლნ-ზე, თუმცა 150 მლნ-ის მიღების შესაძლებლობაც იქნება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში "საქმის კურსი" საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც საბოლოო ჯამში, კერძო ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის უკეთესი პირობების შექმნას ემსახურება, რადგან ახალი ინვესტიცია ქონებას უკავშირდება.

"ამავდროულად, სახელმწიფოს ჭარბი აქტივები აქვს, რომელსაც პატრონი სჭირდება და რომელიც ეკონომიკურ ბრუნვაში უნდა ჩაერთოს, რის ხარჯზე, ამასაც მოგახსენებთ. დღეს არის ძალიან ბევრი ქონება, განსაკუთრებით რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, ასევე სხვადასხვა უწყებებში გადაცემული ე.წ. უწყებრივი ქონება, რომელიც არ არის დატვირთული თუნდაც 10%-ით. ბევრი არის ძველი, ჯერ საბჭოთა დროინდელი შენობები, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ქონებამ თავისი პატრონი ნახოს", - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: დღეს მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.